“არ დავნებდები” _ დანიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ერიკსენმა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, _ ამის შესახებ Gazzeta dello Sport წერს.
როგორც გამოცემა წერს, განცხადება ფეხბურთელის აგენტის დახმარებით გამოაქვეყნა.
“მადლობა, არ დავნებდები. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ”, _ განაცხადა ფეხბურთელი.
გამოცემის ინფორმაციით, როგორც ერიქსენის აგენტმა განმარტა, ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სურს უგულშემატკივროს თავის თანაგუნდელებს ბელგიასთან მატჩში.
ცნობისთვის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირების დროს, კრისტიან ერიკსენი თამაშისას მოულოდნელად დაეცა. მან სავარაუდოდ, გული შეტევა მიიღო.
პირველადი დახმარება ერიკსენს მოედანზევე გაუწიეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.