საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწორა. მმართველ პარტიაში აღიარეს, რომ ქვეყანა საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედს არ კარგავს_ საკითხზე „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე ქანთარია საუბრობს.
_ ყველა შემთხვევაში უნდა მოვიგოთ მეორე ტური. არ უნდა დავუშვათ სააკაშვილის ნაცვლის ხელისუფლებაში მოსვლა და ქუჩებში ჯალათების პარპაში. მეორე ტურის მოგების შემდეგ, პრობლემებს უნდა გავუსწორეთ თვალი. 2012 წლის მონაპოვარს ხელიდან არ გავუშვებთ.
ბოლო დროში პრობლემები, რომლებიც დაგროვდა, მოკლე დროში უნდა იყოს გადაჭრილი.
_ ბატონო ალექსანდრე, მაინც რა პრობლემებზე საუბრობთ?
_ იგივე, ეს პრობლემებია არაკვალიფიციური კადრები, უსამართლობის განცდა, ეკონომიკური სიდუხჭირე, რომლის გადაჭრის გზები უფრო თვალსაჩინო უნდა ყოფილიყო.
ამომრჩეველმა პასუხი გაგვცა გაუცხოებით, ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი.
_ გრიგოლ ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, რისი შანსიც მაღალია, რას აპირებს „ქართული ოცნება“ ?
_ არც უნდა დავუშვათ ვაშაძის გამარჯვება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი რესურსი. ვაშაძემ ამოფხიკა ყველაფერი. ის ხალხიც გააღვიძეს, რომლებსაც ნაცების მიმართ ინტერესი ჰქონდა“,_ აღნიშნა ქანთარიამ.
საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.