პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ბერაია არ გადადგება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამ თემაზე მან “გირჩის” დეპუტატს, იაგო ხვიჩიას უპასუხა:
“არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს. მიიღეთ პასუხი?! დაკმაყოფილდით?! იჯექით ასე”.
დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა.
მოგვიანებით მან ანა წითლიძეს, ხატია დეკანოიძესა და იაგო ხვიჩიას მიკროფონის გარეშე საუბრისთვის შენიშვნები მისცა და უთხრა, რომ დარბაზს დაატოვებინებდა.
ცნობისთვის, გუშინ პლენარულ სხდომაზე “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე სხდომაზე “ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. შალვა პაპუაშვილს მათთვის მიკროფონი არ გამოურთავს და არც სიტყვა შეუწყვეტინებია.
მოგვიანებით ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია ითხოვს, რომ ბერაიამ დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.