“არ დაადგა ამ ბახმაროს საშველი, რომ ერთხელ ცხოვრებაში და ბახმაროს არსებობაში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანო ხიდი გაკეთდეს. მდინარე სამ-ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, მთელი ქვაღორღი აქვს წამოღებული და სასწაული ხდება. ვერ გადავედით, ლამის, ჩაგვსილა მდინარემ, _ ამ შინაარსის ვიდეოს ფეისბუქჯგუფ ბახმარო bakhmaro-ში ჯგუფის წევრი ია გუგუნავა ავრცელებს.
პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა:
“არ გაძღა მაგენის მუცელი… რომ გინდოდეს, ვერაფერს აკეთებ უბრალო ადამიანი. ქვასაც ვერ აიღებ მდინარიდან… ეგენი მარტოო გაძღომაზე და რამდენი სახლი აიშენონ, იმაზე ფიქრობენ…
“ნულია ბახმაროზე ყურადღება, დაახურო უნდა თავზე სკამები, რაზეც ზიან და მხოლოდ ხელფასებს იღებენ”;
“თან ორ ორი ხელუსუფალი ჰყავს ბახმაროს… მესამესაც აიტანს ეკლესიის შესასვლელი ვერ მოაწესრიგეს – ცხენის ჩონჩორიკითაა სავსე. ცხენებს ვერ აუვლი გვერდს…არც მამაო ზრუნავს”;
“ტუალეტების პრობლემაც რომ ვერ მოგვარდა”;
“ხიდიც სასწრაფოდ გასაკეთებელია, უჩხუბის და პიონერის ქუჩის მცხოვრებთათვის აუცილებელია საფეხმავლო ხიდის გაკეთება. ვის ეხება, ვის მივმართო?”
როდის ყავდა ბახმაროს პატრონი?!_ წერენ ბახმაროს დამსვენებლები თუ სტუმრად ასულები.
ბახმაროში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ და კონკრეტულად, იგეგმება თუ არა ახლო მომავალში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანო ხიდის აშენება, “გურია ნიუსი” ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.