https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არ გამიკვირდება, ოპოზიციონერებს საკუთარი თავიც რომ არ შემოეხაზათ ბიულეტენში”

15:11; 3.11.2020
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დასრულდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ლეგიტიმაციაც, მიუხედავად დამკვირვებელთა და ეუთო-ს წარმომადგენელთა სხვადასხვა შენიშვნებისა, საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი დასკვნით, ეჭვქვეშ არ დგება.

თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და უკვე არჩეული  დეპუტატები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.


გურიაში “გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ გურიაში არჩევნები გაყალბდა:

“ეს არ იყო არჩევნები, არა მხოლოდ გურიაში, არამედ მთლიან საქართველოში. რაც მოხდა 31 ოქტომბერს, იყო უკან, წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით და ამ ქმედებების თავში დგას ბიძინა ივანიშვილი. მან გაილაშქრა ქართველი ხალხის ნების წინ და გააყალბა არჩევნები.

არსებობს უამრავი ფაქტი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს არჩევნები ლეგიტიმურად გამოვაცხადოთ. ყველამ ვნახეთ ზეწოლა ამომრჩეველზე, ასევე, ვნახეთ იმ ადამიანების დიდი მობილიზება, რომლებიც, წესით, არ უნდა ყოფილიყვნენ საარჩევნო უბნებთან. აქ საუბარი, არ მაქვს მხოლოდ კოორდინატორებზე _ ჰყავდათ სპორტსმენები ჩამოყვანილი და ამის შესახებ არჩევნების დღეს არაერთხელ გაჟღერდა.

მინდა ჩემს კოლეგებს ვუთხრა და ვთხოვო, უფრო მეტი ვიმუშაოთ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ დავარწმუნოთ ამ არჩევნების არალეგიტიმურობაში. მართალია ქართველი ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს ჩვენმა სამართლიანმა და ლეგიტიმურმა პროცესმა ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ.

მოკლედ ვიტყვი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს კარგად ასახავს საარჩევნო უბნებიდან წამოღებული შემაჯამებელი ოქმები. ოქმები, რომლებიც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა არის სამარცხვინო და ღიად ჩანს, რომ არჩევნები გაყალბებულია”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ირაკლი ღლონტმა.

კითხვაზე _ აპირებს თუ არა მანუჩარ კვირკველია პოლიტიკაში დარჩენას, ირაკლი ღლონტმა გვიპასუხა, რომ იმედი აქვს, კვირკველია, რეგიონის საკეთილდღეოდ, ბრძოლას გააგრძელებს:

“მანუჩარ კვირკველიას გურიაში ბევრი ცვლილება ჰქონდა დაგეგმილი. მას უნდოდა აქაური სიდუხჭირისა და უსამართლობის დამარცხება. ამისთვის თქვა მან კომფორტზე უარი და შემოვიდა ამ ბრძოლაში. მანუჩარ კვირკველია გურიისთვის ჩაერთო ამ ბრძოლაში. მე იმედი მაქვს, ამ მავნებლების წინააღმდეგ ის გააგრძელებს ბრძოლას.

მანუჩარ კვირკველია არჩევნებში არ დამარცხებულა _ მას გაუყალბეს არჩევნები”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ირაკლი ღლონტი.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი გურიაში ხათუნა გოგორიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები დიდი დარღვევებით გაიმართა.

_ ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ჰქვია ამომრჩევლის, მოქალაქის თავისუფალი ნების გამოხატვას. 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაფერი იყო, გარდა ნების გამოხატვისა. ეს პროცესი მინდა ორ ნაწილად გავყო. პირველი _ როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო და რა ხდებოდა საარჩევნო უბნებს გარეთ; მეორე _ რა ხდებოდა უბნებს შიგნით.

უბნის გარეთ მობილიზებული იყვნენ სუს-ის და პოლიციის თანამშრომლები, ასევე, “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები, მერის წარმომადგენლები. ასევე, ჩამოსულები იყვნენ სპორტსმენები, რომლებიც სუს-თან ერთად იმყოფებოდნენ უბნებზე და აკონტროლებდნენ სიტუაციას.

სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უნდა ემუშავათ _ თუ იმ უბანს მოიგებდა მმართველი პარტია, ამ ადამიანს გაათავისუფლებდნენ ციხიდან. ასევე, ემუქრებოდნენ სოციალურად დაუცველებს, რომ მოუხსნიდნენ სოციალურ დახმარებას; ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, აშინებდნენ სამსახურიდან გათავისუფლებით.

ადამიანებს ეუბნებოდნენ, თუ “ქართულ ოცნებას” არ შემოხაზავთ, ზემოდან გიყურებთ და ამას დავაფიქსირებთო. ეს ფაქტი სატირელია, მართლა სასაცილო რომ არ იყოს.

ასეთი შიშის და ზეწოლის ქვეშ მიდიოდა არჩევნები.

არიგებდნენ ფულსაც _ თუ ადრე ერიდებოდნენ ფულის ღიად დარიგებას, წელს უკვე ყველას დასანახად არიგებდნენ.

_ გურიაში თუ დააფიქსირეთ მსგავსი ფაქტები? საერთოდ, თქვენმა წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე რა დარღვევები დააფიქსირეს?

_ სოციალურ ქსელში დავდე ვიდეო, როგორ მიუტანეს ერთ-ერთ ამომრჩეველს დილით შეშა… მოსყიდვის მსგავსი ფაქტი ერთი არ იყო. ვესაუბრე მე ამ ადამიანს და დამიდასტურა, რომ ხმის სანაცვლოდ შეშა უყიდეს. მან ჩემთან საუბრის დროს ეს ამბავი დაადასტურა, მაგრამ ჟურნალისტთან საუბრის დროს _ არა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

იმდენად გადავიდნენ ყველა ზღვარს, რომ ჩემ ნათესავებს ეუბნებოდნენ, ხათუნა არჩევნების მერე წავა თბილისში, თქვენ კი აქ რჩებითო, ჩვენთან და ცხოვრებას ნუ გაიფუჭებთო…

ასევე, შემხვდა ერთი ამომრჩეველი და მითხრა, დაიფიცე, რომ არავინ დაინახავს, ვის შემოვხაზავო. მან, ასევე, მითხრა, მიყურებენ, რას ვიზამთ საარჩევნო უბანშიო. ეს არის სამართლიანი არჩევნები?!

ეს ხდებოდა უბნის გარეთ. უბნის შიგნით კი რაც ხდებოდა, შეგიძლიათ ნახოთ ოქმები _ რამდენი ოქმია შესწორებული. მე ვამოწმებ ამ ოქმებს და ზუსტ სტატისტიკას აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

რატომ იყო “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისში სიჩუმე საღამოს 8 საათიდან ღამის 12 საათამდე? და 12 საათის შემდეგ რატომ გაუშვეს ფოიერვეკი?! იმიტომ, რომ ამ დროის მონაკვეთში ყველაფერი “გააპრავეს” და გააყალბეს, ოქმებში შეცვალეს ციფრები.

გურიაში ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი და წარმომადგენელი “ევროპული საქართველოდან” 8 საათზე “დაიღალნენ” და სახლში წავიდნენ. როგორ შეიძლება რეალობაში მოხდეს, რომ ერთ უბანში ორივე იღლება და 8 საათზე მიდის სახლში?! ორივეს წნევამ აუწიოს, ორივე წავიდეს დასაძინებლად და ვეღარ იპოვო? ეს შეიძლება შემთხვევითობა იყოს? ამ ადამიანებს, შეიძლება, წინასწარ მოელაპარაკნენ, შეიძლება, ფულიც მისცეს… არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში.

ბევრი ფაქტი მაქვს, როცა ჩვენი წევრები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში “გადაიღალნენ”. მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი “ევროპელი”, “ლელოელი”, “ნაციონალი” და ა. შ. “გადაიღალა”. “ქართული ოცნება” იმითაც იყო დაკავებული, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლებს დასდევდა, აშინებდა, ფულს აძლევდა.

_ ქალბატონო ხათუნა, რას აპირებთ სამომავლოდ, თუნდაც, გურიასთან მიმართებაში?

_ ხათუნა გოგორიშვილი არის “ევროპული საქართველოს” წევრი და აპირებს იმას, რაც უკვე გამოვაცხადეთ. ჩვენ არ ვაპირებთ, ვაღიაროთ ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. “ქართულ ოცნებას” არ მოუგია არჩევნები _ ეს არის დაშინების და მანიპულაციის შედეგი. ამ შედეგების აღიარება არ მოხდება, რადგან ქართველ ხალხს არ აურჩევია “ქართული ოცნება.” სინამდვილეში მათ აიღეს 35% _ დანარჩენი მიმატებულია.

არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და შედეგები შეაფასა “გურია ნიუსთან” “ლელოს” მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ:

“სამწუხაროდ, გამართლდა ის ცუდი მოლოდინი, რაც მთელი წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გვქონდა. კერძოდ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების დღეს გამოიყენა დაუშვებელი მეთოდები და სხვადასხვა გზებით და საშუალებებით, ამომრჩევლის დაშინებით, ზემოქმედება მოახდინა მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე”, _ გვითხრა გიორგი სიორიძემ.

მისი თქმით, “გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებამ” საარჩევნო მანიპულაციებისას საკუთარ თავს აჯობა, როცა თავისი კოორდინატორების, აგიტატორების და ზონდერების მეშვეობით გურიაში საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდანვე დაიწყო ამომრჩევლებზე ზეწოლა”:

“ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები იყო უტიფრობამდე გაცვეთილი და რაც მთავარია, უკანონო. რიგ შემთხვევებში ისინი ამომრჩეველს აიძულებდნენ, უბრალოდ, არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ან მისი ოჯახის წევრების სამსახურებრივი შევიწროებით ემუქრებოდნენ.

მთელ რიგ შემთხვევებში, “ოცნების” კოორდინატორები და მათ ზურგს უკან მდგარი ზონდერები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად იყვნენ პროვოკაციისთვის, ამომრჩევლების სიებით ხელში და მათი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობისა და “ოცნებისთვის” ხმის მიცემა/არმიცემის საკითხით პირდაპირ უბანზე, ღიად და თავხედურად ინტერესდებოდნენ.

კომისიის წევრები “ოცნებიდან” ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ ადგილიდან გადაღების უფლების გახორციელებაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებელი ხელისშემშლელთა ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, იძულებული გახდა უბნიდან გამოქცეულიყო და კარგა ხნით ავტომობილში ჩაკეტილიყო.

ხშირად მიმართავდნენ ისეთ მდაბიურ ხერხსაც, როგორიცაა უბანზე მდებარე სველი წერტილის ჩაკეტვა და დამკვირვებლებს ბუნებრივი საჭიროებისთვის უბნის გარეთ გასვლისკენ უთითებდნენ. ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის უბნის გარეთ თუნდაც ცოტა ხნით გასვლის შემთხვევაში კი, მათ ხელ-ფეხი ეხსნებოდათ წინასწარ დაგეგმილი მანიპულაციების ჩატარებისთვის.

ამ შემთხვევებს ჰქონდათ სისტემური ხასიათი და ამდენად, ფაქტია, “ოცნებამ” 2020-ის საპარლამენტო საარჩევნო პროცესიც ხელის გადაგრეხვის პრინციპით ჩაატარა. “ოცნებას” ამ არჩევნების მისთვის სასურველი შედეგით დასრულების ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გამოუვა. საზოგადოება ამას არ მიიღებს”, _ განაცხადა გიორგი სიორიძემ.

იმის გასაგებად, რა აზრის არიან,ჩატარებულ არჩევნებსა და ოპოზიციის ბოიკოტზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ” გურია ნიუსი” მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს ესაუბრა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩატარებული არჩევნების შესახებ გვესაუბრა ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მარი ჩხიკვიშვილი:

“ყველგან და კონკრეტულად სოფელ დვაბზუში, არჩევნები ჩატარდა სრული წესების დაცვით.  არც ერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა. პროცესს ესწრებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების და პარტიების წარმომადგენლები. ჩემი სოფლის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ოპოზიციის მიდგომას, შეიძლება ითქვას, ხავსს ეჭიდებიან.  ცდილობენ, ქაოსი შექმნან ქვეყანაში და ამით გადაფარონ არჩევნების შედეგები, რაც  მათ ასე ძალიან არ მოსწონთ”, _ გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “პარტია ქართული ოცნების” წარმომადგენელი ლელა საჯაია ამბობს, რომ არჩევნები განსაკუთრებული ღიაობით და დემოკრატიულობით იყო გამორჩეული.

_ მე პირადად ვიმყოფებოდი ოზურგეთის 04 და 05 უბანზე, როგორც პარტიის წარმომადგენელი. უბნის გახსნის მომენტიდან ხდებოდა სრული ვიდეოგადაღება, უწყვეტ რეჟიმში. იყო სრული სიმშვიდე, მაღალი აქტივობა. ადამიანები მოდიოდნენ და სასურველ კანდიდატს მშვიდ გარემოში აძლევდნენ ხმას. რა გაყალბებაზე საუბრობენ? ყველა უბანი ყველგან გადაღებულია. მთელი საარჩევნო პროცესის ვიდეომასალა არსებობს და თუ ვინმეს დააინტერესებს, რა პრობლემაა ნახვა?! რაც შეეხება პროვოკაციას თუ ზეწოლას ან მსგავს შემთხვევას, მოხდა ასეთი ფაქტი _ ოზურგეთს ნომერ 04 უბანზე, შუადღისას  შემოვიდა “ედპ”-ს წარმომადგენელი, მარიამ მეხრიშვილი, რომელმაც, ჩვენდა გასაკვირად, დავა დაიწყო დილის 7 საათიდან მიმდინარე პროცესზე.  იგი პრეტენზიას გამოთქვამდა გადასატან ყუთთან დაკავშირებით, დაწერა საჩივარი. პარალელურად, მეც დავწერე მის ასეთ საქციელზე საჩივარი. აშკარა პროვოკაციაზე მოდიოდა. მნიშვნელოვანი რაც იყო, თავად ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რომ გაჩუმებულიყო და ნუ ხმაურობდა უმიზეზოდ, რაც ვერ შეასმინეს. ვიმეორებ, არჩევნები ჩატარდა ძალზე დემოკრატიულად და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

_ ქალბატონო ლელა, რას იტყვით, მაგალითად, ოზურგეთელი ლეიბორისტის, დავით მამალაძის განცხადებაზე, რომ მის სოფელში, საარჩევნო ოქმში, არ დაფიქსირებულა მის მიერვე გაკეთებული არჩევანი. ის ამბობს, რომ საკუთარ თავს რომ ხმა მისცა, ისიც დაეკარგა.

_ არ გამიკვირდება, რომ მავანმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, საკუთარ თავსაც არ მისცა ხმა, რომ შემდეგ ჰქონოდა სკანდალის მიზეზი. ამას იმიტომ იზამდნენ, რომ ყველაზე უკეთ თავად იციან, რამდენი ხმის მომპოვებლებიც იყვნენ. ძირითადად, ისინი დილიდანვე მომზადებული იყვნენ სკანდალისთვის და შედეგი ნაკლებად ან სულაც არ აინტერესებდათ, _ გვითხრა ლელა საჯაიამ.

საკუთარ პოზიციას , როგორც თავად გვითხრა, საკუთარი თვალითვე ნანახ საარჩევნო გარემოს შესახებ, ასევე, გვიზიარებს ოზურგეთის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ოზურგეთს სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე:

_ მე რაც ვნახე და სადაც ვიყავი, დარღვევის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.  მაგალითად, ქალაქ ოზურგეთის უბნებში. ასევე მომიწია წასვლა სოფელ ოზურგეთში, სადაც ასევე სრული სიმშვიდე და წესრიგი იყო. ტელევიზორს რომ ვუყურებ, ამბობენ და აჩვენებენ, რომ სადღაც იყო დარღვევა. ეს შესასწავლია. საჩივრებიც ხომ არის შეტანილი. მჯერა, რომ ყველაფერს შეისწავლიან და უპასუხოდ არც ერთი კითხვა არ დარჩება. არც ის მგონია, რომ ამან რაიმე გავლენა მოახდინოს საერთო შედეგზე. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ არ შევლენ პარლამენტში და ბოიკოტს გამოაცხადებენ, ეს არც ქვეყნისთვის იქნება კარგი და არც მათთვის. ერთპიროვნულად მომხრე ვარ მშვიდობიანი ურთიერთობის. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავითავისოთ, რომ არეულობა ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, სასიკეთოს არაფერს მოუტანს?! _ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

11:50; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

შათირიშვილი „ქართულ ოცნებაზე”: საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას

11:18; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: “ტრამპი ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“

10:59; 2 თებერვალი, 2026

როგორ ჩაიარა არჩევნებმა გურიაში

ვინ ვის და რატომ მისცა თანხა გორაბერეჟოულის საარჩევნო უბანზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო