ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირების 46 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ანტონი ფაუჩის განცხადებით, მოსალოდნელია, ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 100 000-მდე გაიზარდოს.
„ჩვენ ახლა გვაქვს 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დღეში, არ გამიკვირდება თუ დღეში 100 000 შემთხვევა დაფიქსირდება“,_ აღნიშნა ფაუჩიმ.
შეკითხვაზე არის თუ არა მზად სახელმწიფო, ფაუჩი პასუხობს, რომ შეშფოთებულია იმით რაც ხდება.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასწორი მიმართულებით მიდის.
“როცა სახელმწიფოს ერთ ნაწილში ეპიდემიაა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადგილებში ვითარება კონტროლირებადია, მოსახლეობა მაინც დაუცველი ხდება”,_ თქვა ფაუჩიმ.