სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან- „ Picot“დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო.
იმის მიუხედავდ, რომ აღნიშნულ სურსათზე , ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია,სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების
Picot 1 400G – 8000003312;
Picot 1 800G -8000003297;
Picot 2 800G -8000003280 ;
სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილია აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს!”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.






























































