სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი, ვატო წერეთელიევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
ამის შესახებ ვატო წერეთელმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. მისი სიტყვებით შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 17:00 საათზეა დაგეგმილი.
“სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.
P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
არ გამოვა!!!
ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტვ1-ის მფლობელი ვატო წერეთელი.