“არ გაპატიებთ დედების ცრემლებს”, “წამალი ბავშვებს” – ამ შინაარსის წარწერებიანი ბანერებით, ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან იმყოფებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან.
სტუდენტები აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედებს დღეს სოლიდარობას გამოუცხადებენ და 3 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, დედები თითქმის ორი კვირაა შვილებისთვის წამალს ითხოვენ და კანცელარიასთან ღამეებს ათენებენ, თუმცა ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მათი პროტესტის ხმა არ ესმის.
“მთავარი”