„არ ,,გაპრავდება” რუსეთიდან გამოგზავნილი რუბლების მიღება ხოშტარიებში და ტყუილად ნუ წვალობთ. არაა საინტერესო რატომ იღებ ოკუპანტისგან პოლიტიკოსი ფულს! იღებ და მორჩა!
ეს რომ ხელისუფლების წევრი იყოს, ჰო ატყდებოდა ამბავი? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარესაა. თან აგინებდე პოლიტიკოსი რუსეთს და თან მისგან არცთუ მცირე თანხას იღებდე (რა საფუძვლითაც არ უბდა იყოს), არ მოსულა. ხანდახან მსხვეპრლიც უნდა გაიღოთ პოლიტიკოსებმა“, _ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტი ნინო მეტრეველი რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელებულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მლნ-ზე მეტი ჩაერიცხა.
“კურიერის” ინფორმაციით, საერთო ჯამში, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა კი რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.