“არ გეგონოთ სადმე ოკეანის პირას ვარ…” – ქობულეთის სანაპიროზე შტორმია.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გია ხორბალაძე ავრცელებს.
“მოუმატააა, ქარია სასწაული.
არ გაგიკვირდეთ, რომ ვდებ. ემოციებს ვეღარ მალავს, ხალხი. ყველას ტელეფონი უჭირავს, დღეს დაიყრება ვიდეოები, ვგრძნობ, მაგრამ ადგილზე რასაც ვუყურებ, ენით ვერ აღწერ.
რა პატარა და უსუსურია, ადამიანი, ამხელა სტიქიასთან, ჭიანჭველებად ვჩანვართ”,_ წერს სოციალურ ქსელში გია ხორბალაძე.































































