მიხეილ სააკაშვილის მიერ ვიდეოს გავრცელებას, რომლის მიხედვითაც ის ბათუმში იმყოფება, პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა.
მთავარი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, ხელისუფლება სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას უარყოფს, გავრცელებულ ვიდეოს კი ყალბს უწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.
აღნიშნული ვიდეოს შესახებ „გურია ნიუსმა“ სცადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას პოზიცია დაგვეფიქსირებინა.
„ფეიკნიუსებზე კომენტარს არ ვაკეთებ და არც თქვენ გირჩევთ ამ თემის ტირაჟირებას”,_ ასეთი პასუხი გაგვცა კუჭავამ.
[sexy_author_bio]