ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის გვერდზე მდებარე პარკში, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ორი კედარი გადაჭრეს.
“ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე ამბობს, რომ ეს ხეები გასახმობად არის გამზადებული.
“უნიკალური კედრის და ფიჭვის ხეები გადაჭრეს და ეს ხეები ფაქტიურად გასახმობად გაწირეს. ეს არის საუკოვანი კედრები. ეს ხეები ნიკო ნიკოლაძის მამამ იაკობ ნიკოლაძემ დარგო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთში სამი პარკის მშენებლობას და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის უკანონობა და ამას ასე არ დავტოვებ. არ გვინდა არაფერი?!“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს “ეკოს“ დამფუძნებულმა ირმა გორდელაძემ.