„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
“არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს დიდად აინტერესებდეთ ეს ამბავი. საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც არის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, არის ფიზიკური შიმშილი, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება.
როდესაც ხელისუფლება თვითონ აცხადებს, რომ 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და აქედან 233 ათასი არის ბავშვი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოგვარებაც არის კობახიძის და მისი პარტიის პასუხისმგებლობა, მანამ, სანამ ოფიციალურად ისინი არიან ხელისუფლებში. მე არ მახსოვს ოდესმე შეწუხებულიყოს და შეემჩინოს მას ეს ფიზიკური შიმშილი, რომელმაც წალეკა ეს ქვეყანა.” _ ამბობს ნაცვლიშვილი.