ჩოხატაურის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეზღუდვებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.
ნატო ჯიბუტი, როგორც თავად წერს, უფრო მასშტაბური, მკაცრი რეგულაციების მომხრეა.
საზოგადოება გაყოფილია ჩაკეტვის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, მე უფრო მკაცრ რეგულაციებს ვემხრობი, არ მინდა ყველადღე მოხრჩობით გარდაცვლილ ადამიანებს ვითვლიდეთ…
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომელიც ძალაში ხვალიდან, 28 ნოემბრიდან შევა.