ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კარანტინის პროცესის მიმართ შერჩევით მიდგომაზე საუბრობს.
“მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რისკის ზონიდან (ქვეყნებიდან) ჩამოსული ადამიანები მიჰყავდათ სავალდებულო კარანტინში, რაც სწორი იყო. ერთ დღეს, ცნობილი გახდა, რომ ყველას, ვისაც საშუალება ჰქონდა საკუთარი “კარანტინის”, ჰქონდა უფლება, მისივე ფართი გამოეყენებინა ამისთვის.
პირველი, ეს გადაწყვეტილება დროში ძალიან დაემთხვა უტა ივანიშვილის ამბავს, როცა ყველა სხვა დანარჩენი წაიყვანეს სავალდებულო იზოლაციაში და ის სახლში. დაემთხვა იმიტომ, რომ მეორე დღეს მისცეს სხვებსაც იგივეს უფლება და მეორე, ხელისუფლებას კარანტინში მყოფი ადამიანების შენახვა ძვირი უჯდება და სწორია, ვისაც აქვს საშუალება, ბიუჯეტის კისერზე არ დაჯდეს, რატომაც არა.
როგორც გავარკვიე გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაუშვეს, როცა უტა ჩამოვიდა საქართველოში. რამდენიმე დღეში ჩამოსული სტუდენტები სავალდებულო კარანტინში გადაუყვანიათ. ანუ, ეს ყოფილა რამდენიმე დღით და სწორედ მაშინ, როცა უტა ჩამოვიდა პარიზიდან საქართველოში.
არ მოსულა, მეგობრებო, ამ დროს შერჩევითი პრივილეგიები. მე, უბრალოდ, გამიმართლა, რომ მარიამი უტას რეისზე იყო და არ მოყვა ამ ახალ გადაწყვეტილებაში, სხვა მშობლებმა რა ქნან?! ან ბიუჯეტიდან რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს, მათთვის ვისაც ეს არ სჭირდება, თორემ ვიცი, რომ არიან ისეთები, ვისაც არსად აქვთ წასასვლელი და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მათზე.
რომ იცოდეთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად კონტროლდებოდა თითოეული მათგანი.
თვით ჩინეთშიც კი, ვუჰანში ადამიანები საკუთარ სახლში იყვნენ გამოკეტილები და ბიუჯეტი მათზე ფულს არ ხარჯავდა.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და კიდევ ერთხელ, არ მოსულა ამ დროს შერჩევითი არაფერი.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.