https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არ მჭირდება აქ იმპერიის დედაქლაქის სახელი!“ _ მოსკოვის ქუჩა ოზურგეთში

9:22; 25.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში დღემდე არსებობს მოსკოვის ქუჩა, რომლის სახელის გადარქმევის მოთხოვნით, ქუჩის მცხოვრებლებმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართეს პეტიციით ოზურგეთის საკრებულოს. პეტიციის ავტორები ითხოვდნენ ქუჩისთვის მიენიჭებინათ გურიის რესპუბლიკის ლიდერის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი.

“სრულებით შესაძლებელია, რომ ჩვენს ქალაქში სხვა უამრავი, უფრო სერიოზული საკითხი არსებობდეს განსახილველი, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, ყურადღება გაგვემახვილებინა ერთ საინტერესო და ვფიქრობთ, მნიშვნელოვან ფაქტზე, რომლის გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

ქალაქებში ქუჩათა სახელდების პროცესი ყველა ეპოქაში ხორციელდება და ეს ქალაქის ცხოვრების ნაწილია. ხშირ შემთხვევაში, ქუჩებისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა და გადარქმევა სხვადასხვა სუბიექტური მიზეზებით ხორციელდება. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი ობიექტური გარემოება არსებობს იმისთვის, რომ ქალაქ ოზურგეთში მოსკოვის ქუჩას სახელწოდება შეეცვალოს.

უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, უამრავი გეოპოლიტიკური მოვლენების გადაფასების და გადააზრების შემდეგ, შესაძლებელია, გარკვეული დასკვნების გაკეთება. მიუხედავად პატივისცემისა, იმ ქვეყნის ნეიტრალური და არაიმპერიალისტური აზროვნების მქონე ადამიანთა მიმართ, რომლის დედაქალაქის სახელსაც ატარებს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩა, მიზანშეწონილია, მოხდეს მისთვის სახელწოდების ცვლილება და დაერქვას ის სახელი, რომელიც ჭეშმარიტად გამოხატავს კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების ანარეკლს”, _ ნათქვამი იყო პეტიციაში.

_ ოჰო, ქართული ხასიათის უცნაურობანი! ძალიანაც ვაფასებ წარსულს და ბენიამინ ჩხიკვიშვილს ნამდვილად ჰქონდა თავისი შარმი. წარმოიდგინეთ, რომ მისი შვილიშვილიც კი მოვძებნე და ვესაუბრე. მაგრამ ამ კაცმა გურიისგან რომ რესპუბლიკა შექმნა, ანუ რეალურად გურია საქართველოს გარეთ მოიაზრა და თავი მის პრეზიდენტად გამოაცხადა, ეს არაფერი? სადაა საქართველოს ერთიანობა?! გურიაში კაცი დაილია, რომ ქუჩას მის სახელი დაერქვას? მე თავად ვცხოვრობ ამ ქუჩაზე და სულ არა მინდა ე. წ. “გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის” სახელი დაერქვას! მაპატიეთ, მაგრამ თუ თავად ვერ მოიფიქრეს, ისტორიული წყაროები არსებობს და იქ წაიკითხონ გურული მამულიშვილების შესახებ, _ განაცხადა მაშინ ჟურნალისტმა ეთერ ერაძემ და ის დღესაც იმავე აზრზეა.

პეტიციის საკრებულოში შეტანის შემდეგ, გრძელდებოდა დავა და მალე აზრი კვლავ ორად გაიყო და გადასძალა კიდეც იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სახელის გადარქმევის წინააღმდეგნი იყვნენ. უმეტესად კი, აცხადებდნენ, რომ თუ გადარქმევა მოხდებოდა, მაინცდამაინც ბენია ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭებას არ ემხრობოდნენ და ახალგაზრდებს უნდა ეფიქრათ კონკრეტული გურული მამულიშვილის სახელის შერჩევაზე.

რას ფიქრობენ დღეს ამ ქუჩის მცხოვრებლები? “გურია ნიუსი” მათ გაესაუბრა.

_ არ გამაგონოთ მოსკოვი. წაიღონ და მიაკრან პუტინს უკან, ვისაც ასე ძალიან უყვარს! ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და მოვითხოვ, გადაერქვას და არ გამაგონონ ამაზე მეტი საუბარი. არ მჭირდება აქ იმპერიის დედაქალაქის სახელი, _ გაბრაზებული, კატეგორიული ტონით საუბრობს ოზურგეთელი გოჩა მიროტაძე, რომელიც მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს.

_ პუტინი არაა, ბატონო, მოსკოვი. სახელმა რა დაგვიშავა?! არ გვინდა გადარქმევა. დარჩეს ასე. მეც ამ ქუჩის მცხოვრები ვარ და ვითხოვ, არ გადაერქვას, _ გვითხრა მარინა გოგიბერიძემ, რომელიც ამ ქუჩის მცხოვრებად გაგვეცნო. თქვა ისიც, რომ ოჯახის წევრებიც, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ყველა წინააღმდეგია სახელის გადარქმევის.

მოსკოვის ქუჩაზე დროებით მცხოვრებმა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, უფრო სწორად, გვთხოვა არ დაგვესახელებინა, კომენტარი გააკეთა:

_ ნატანებელი კაცი ვარ. ახლა აქ დროებით ვმუშაობ და ვათევ ოჯახში ღამეს. რა არის, იცით? 30-ტონიანი მანდარინის ბაღი მაქვს. ერთი ცალი არ მრჩებოდა გაუყიდელი. დაინგრა ის წყობა და დასრულდა ყველაფერი. რომ ჰკითხო, გეტყვიან, რუსეთი გენატრებათო. რომ ანგრევ, 30 წელიწადში უკეთესს თუ ვერ შექმნი, ცოტათი მაინც ხომ უნდა შეუმსუბუქო ყოფა გლეხკაცს? რას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მოგწონთ, ხალხის გასაჭირი? _ ჩვენგან ცდილობდა კითხვაზე პასუხის მიღებას.

_ მე ნიკა დონაძე ვარ, 30 წლის. ამ ქუჩაზე ვცხოვრობ. შეუცვალონ, ბატონო, მე არაფერზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვიღაც ბენია ჩხიკვიშვილის სახელი დავარქვათო და სხვა არავინაა, უფრო დამსახურებული და ცნობილი? რამდენ ქალაქშია მოსკოვის ქუჩა და მაინცდამაინც ოზურგეთში არ უნდა იყოს?

_ ბენია ჩხიკვიშვილი ვიღაცაა?

_ ჰო, აბა, რა ვიცი, ვინაა! _ გვითხრა დონაძემ.

ლია კიღურაძე, მოსკოვის ქუჩის მცხოვრები: “იყო საუბარი ჩვენი ქუჩის სახელის შეცვლაზე. ჩვენ წავედით წინააღმდეგ. არანაირად ხელს არ მიშლის მე ეს სახელი. მოსკოვში მყოფი მთავრობა, იქნებ, კი გვიშავებს და უკრაინაზე მეტიც დაგვიშავა, იქნებ, მაგრამ სახელი რა შუაშია? მერე საჭირო გახდება საბუთების შეცვლა, წვალება, სირბილი… ახლა ეგ გვაკლია! მეტი საქმე არაფერი აქვთ? მეტი საფიქრალი დაილია?”

_ კი, აქ ვცხოვრობ, თუ არ გამასახლეს ამისთვის, _ ხუმრობით იწყებს საუბარს მოსკოვის ქუჩის მცხოვრები ზაზა შარაშიძე, _ რა მნიშვნელობა აქვს სახელს? მოსკოვი პუტინს ნიშნავს? მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მანდ. ქართველი რამდენია მათ შორის? დედაქალაქის სახელმა რა დააშავა? მე ასე მესმის, ბატონო.

მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრები გურულები ხუმრობასაც არ იშურებენ:

_ აგერ, ხომ ხედავ, მდინარე მოსკოვივით, ეს მდინარე ნაბჟუარაც შუაში მიუყვება ქუჩას. აბა, რაა, მდებარეობითაც ჰგვანან ერთმანეთს, _ მიუთითებენ ქუჩის კვეთაზე მდებარე პატარა მდინარეზე და მასზე არსებულ ხიდზე.

ოზურგეთულ მოსკოვის ქუჩაზე ორიგინალურად გაფორმებული, ხვიარა მცენარეების მწვანე საფარში ჩაფლული სახლიც ვნახეთ და ასევე მრავალი ყვავილნარით დამშვენებული კარმიდამო.

ერთი გასაუბრებით რაც გამოიკვეთა, უმეტესობა მაინც ქუჩისთვის სახელის შეცვლის წინააღმდეგია. ნაწილი კი ამბობს, რომ რატომ უნდა ეწოდოს ბენია ჩხიკვიშვილის სახელი, რადგან მათგან ეს ინიციატივა არ წამოსულა.

2019 წლის მარტში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა შოთა გოგიბერიძემ ამ საკითხის ირგვლივ ასე ისაუბრა:

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში ყველაფერს მერაბ კოსტავას და ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ეწოდა.

კი, ბატონო, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები, დიდი ერისკაცები იყვნენ, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? ბენიამინ ჩხიკვიშვილის მსგავსი პიროვნება და ერისკაცი ბევრი გვყავს? რატომ არ უნდა ერქვას აქამდე მისი სახელი რომელიმე ქუჩას? ეს მოსკოვის ქუჩა რომ ყოფილა, ახლა გავიგე. ცხოვრობს, ალბათ, 16 ოჯახი და რატომ ვკარნახობთ ჩვენ სახელის შეცვლას? იქნებ, არ სურთ? ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რომელიც თბილისის ქალაქის თავად იყო წოდებული, უზადო განათლების მქონე პატრიოტი ქართველი… რომელი ღირსება უნდა ჩამოვთვალოთ მისი? არ იმსახურებს ის, აქამდე დარქმეოდა მისი სახელი რომელიმე ქუჩას? ახლა, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას მოუნდა მოსკოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლა და ასე სურთ გადაწყვეტა? სახელის შეცვლა თუ სურთ, პირველ რიგში, ქუჩის მცხოვრებლებმა დასვან საკითხი. ბენია ჩხიკვიშვილის სახელი კი, ოზურგეთში თავისუფლად არის შესაძლებელი, ეწოდოს რომელიმე ქუჩას”, _ თქვა მაშინ გოგიბერიძემ, რასაც დეპუტატების ტაში მოჰყვა.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

მოსკოვის ქუჩაშოთა გოგიბერიძე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12 დეკემბერი, 2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“გოჭის და ზოტის ლობიოს ღირებულება სკანდალურ ზღვარზეა” _ ფასები ოზურგეთის ბაზარში

11:25; 12 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

300-300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონები ჩოხატაურსა და ოზურგეთში _ ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება?

10:22; 12 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი

09:29; 12 დეკემბერი, 2025

"ძალადობის შემთხვევებზე ქალთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა"

ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოავლინეს

ყველა სიახლე

ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025
საზოგადოება

GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი” დააჯარიმა

13:39; 12.12.2025
default
საზოგადოება

როდის უნდა გაიხსნას ლანჩხუთი-ლესას ახალი 8 კმ-იანი მაგისტრალი

12:57; 12.12.2025
ფინანსები

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12:45; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12.12.2025
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია

11:32; 12.12.2025
საზოგადოება

“გოჭის და ზოტის ლობიოს ღირებულება სკანდალურ ზღვარზეა” _ ფასები ოზურგეთის ბაზარში

11:25; 12.12.2025
პოლიტიკა

გაეროს სპეცმომხსენებელი: სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება

11:03; 12.12.2025
მსოფლიო

მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

10:48; 12.12.2025
საზოგადოება

300-300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონები ჩოხატაურსა და ოზურგეთში _ ვისთან გაფორმდა ხელშეკრულება?

10:22; 12.12.2025
სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:18; 12.12.2025
სამართალი

“მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და მიიმალა”- პროკურატურა

9:45; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო