მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
“არ შეგეშინდეთ, მაგრამ ხვალ და ზეგ ამინდი თავს დაგვამახსოვრებს ,,უამინდობით” მაღალმთაში პირველი თოვლიც მოვა!
სტაბილური ამინდების ფონზე, ახლა ყურადღება მომდევნო 2 დღეზეა გამახვილებული – 20 ოქტომბრის დილის საათებიდან 21 ოქტომბრის საღამომდე (განსაკუთრებით 21 ში) დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, ტემპერატურის კლება, ძლიერი დასავლეთის ქარი, ზღვაზე შტორმი.
აღმოსავლეთშიც გაავდრდება, აცივდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაგრამ ძლიერი ნალექი ნაკლებად სავარაუდოა.
გაითვალისწინეთ! ამინდის მოსალოდნელი გაუარესების ფონზე შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები! იყავით ფრთხილად განსაკუთრებით გზებზე გადაადგილებისას!
ასე, რომ ხვალიდან მზე თბილად დაგვიხურავს კარს და 2 დღით დაგვემშვიდობება, 22 ოქტომბრიდან კი გამოიდარებს და გაგრძელდება შემოდგომის მშვენიერი დღეები”, _ წერს კობა ფარტენაძე.