https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

10:27; 9.07.2023
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ, ივლისის ცხელ კვირადღეს ტრადიციულად თქვენს გახალისებას შევეცდები და ცნობილ ქართველ ხელოვანებზე მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.

„ირაკლი აბაშიძეს ენა ებმოდა, რაზეც კარლო კალაძემ გენიალური ფუნაგორია გამოუთქვა: “ირაკლიმ ღვინო რა ნახა, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა: წა-ა-იღეთ ჭ-ჭიქა პ-პატარა, მომეცით ჩა-ის ჭიქ-ჭიქა.”

„ლონდრეს” გადაღება მთლიანად კურიოზი იყო, – ჰყვება გივი ბერიკაშვილი, – დილა იწყებოდა რეჟისორის თანაშემწის ყვირილით: სად ხართ?! დროა!.. ვიწყებთ!.. ჩაიცვით!.. ეროსი ჩაიცვი! რამაზ ჩაიცვი!.. გივი გაიხადე!..“

„გიორგი დანელიას „მიმინოს” თავდაპირველ ვარიანტში იყო ეპიზოდი, სადაც ვალიკო და რუბიკა ლიფტში ორ იაპონელთან ერთად მგზავრობენ. ერთ-ერთი იაპონელი გულდასმით ათვალიერებს მათ და მეორეს ეუბნება: „კაკ ეტი რუსკიე ვსე დრუგ და დრუგა პახოჟი”.

„ლექსო თორაძემ ტეხასში კონკურსი მოიგო. გახურებული აჟიოტაჟის დროს ბიძინა კვერნაძე დერეფანში შეხვდა მას და ღიმილით ჰკითხა: „ლექსო, გაიარე ტეხასმოტრი?!”

„ბიძინა კვერნაძე იხსენებდა: “ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო… პიერმა მითხრა: – შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.“

„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს – არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის “ჟიგულში” ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, – ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო ჯანსუღი გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა 15 კაპიკი. აწია თავი და ჯანსუღს ეკითხება: „ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!“

„სპექტაკლ “მეფე ლირში” რომელშიც მთავარ როლს ვასო გოძიაშვილი ასრულებდა, ბორის წიფურია და რეზო ბარამიძეც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი მასობრივ სცენაში, ე.წ. “მასოვკაში” უკანა პლანზე იდგნენ და ხელში შუბები ეჭირათ. ერთხელაც შუა სპექტაკლის დროს ბორის წიფურია ჩურჩულით ეკითხება რეზოს: დღეს დილას სახლიდან რომ გამოდიოდი, ცოლს რა უთხარი, სამსახურში მივდივარო?”

„მანქანით მიმავალი აკაკი შანიძე მთვრალმა მილიციელმა გააჩერა და უდიერად მიმართა. შანიძემ იწყინა: – ყმაწვილო თქვენ საკმაოდ უზრდელი და გაუნათლებელი ბრძანდებით. – ჩვენს შორის გაუნათლებელის დედაც! კბილებში გამოსცრა პოლიციელმა, – ამინ. მშვიდად მიუგო შანიძემ.“

„ოთარ რამიშვილი გაუჩერებიათ ღამე, საკმაოდ ნასვამი. ოპერ-მუშაკებმა ვერ იცნეს და გადაიყვანეს ერთ-ერთ განყოფილებაში სადაც დაუწყეს დაკითხვა.

კითხვას “სად მუშაობთ”, ოთარმა ასე უპასუხა: – “მეორე სამშობიაროს მახარობელი ვარ.”

„ერთხელ ოპერის თეატრის წინ ერთმანეთს შეხვდნენ ყოფილი სუხიშვილების მოცეკვავე, რესპუბლიკის სახალხო არტისტი ომარ მხეიძე და ჯანო ბაგრატიონი. ომარი ბატონი ჯანოს მოწაფე იყო. მათ მიუახლოვდა თბილისის კოლორიტი ნიაზ დიასამიძე. „ბატონო ჯანო, როგორ ბრძანდებით“ – ეკითხება ნიაზი  როგორ ვიქნებიო – უპასუხა ცხოვრებისგან გულდაწყვეტილმა ჯანომ. „თქვენ რომ ცეკვის ანსამბლი გქონდათ, დაგიშალესო?“ – ეკითხება. კიო – მიიღო პასუხად. „სოხუმში რომ ანსამბლი დააარსეთ, ისიც დაგიშალესო? მერე რომ ჩამოხვედი და კიდევ ანსამბლი შექმენი, ისიცო?“ ამდენი დადებითი პასუხის შემდეგ ნიაზ დიასამიძე მცირე ხანს შეყოვნდა და შემდეგ ჩვეული იუმორით დასძინა, კაცო, სადაც შეხვედი, ყველაფერი დაშალეს და ეგებ კომპარტიაშიც შესულიყავი, ისიც რომ დაშლილიყოო.“

თემურ ჭკუასელი ჰყვებოდა: ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა… მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო“.

„ნიაზი ქალთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. გასტრონომთან გაიარეს. ახალი ნამცხვრის სუნი გამოდიოდა გარეთ.

– რა კარგი ნამცხვრის სუნი იდგა, ნიაზ. – უთხრა ქალმა ცოტა რომ გასცდნენ გასტრონომს. ნიაზმა ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, ფული რომ არ ჰქონდა.

– მოგიკვდეს ჩემი თავი, წამოდი.

– უიმე, რას ამბობ, არ მინდა, გმადლობთ, – გაიპრანჭა ქალი.

– წამოდი, კიდევ ერთხელ ჩავუაროთ გასტრონომს და… უკან წამოვიდეთ“.

„კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი ერთ წვეულებაზე ყოფილან. პირველი თურმე, ვერ მოაშორეს ჭიქას, მეორე კი ვერ მიაკარეს…

– პარადოქსებითაა ეს ქვეყანა სავსე – უთქვამს ბატონ ვახტანგს რეზოსათვის – ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ…

– რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამო – უპასუხია რეზოს.“

„ოტია იოსელიანი და გიზო კაკაურიძე ერთ ღონისძიებაზე მოვხვდნენ ერთად, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ვარდების რევოლუციის” ღვაწლსა და წარმატებულ რეფორმებზე ლაპარაკობდნენ. ერთი ნაციონალი თუთიყუშივით იმეორებდა, – “ვარდების რევოლუცია” ისე მოვახდინეთ, წვეთი სისხლი არ დაღვრილაო. უყურებს ოტია და ძარღვები ებერება, ითმინა, ითმინა და ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა, – რაია, ამ ნაციონალებს რომ დოუჩემებიათ უსისხლოდ მოვახდინეთ რევოლუცია, სისხლი მაგათ არა აქვთ და საიდან უნდა გამოსდენოდათ?!“

„ვახუშტი კოტეტიშვილი და მისი მეგობარი სევა ელიავა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან შაბათობაზე ნერგების დასარგავად იყვნენ წასულნი. ადგილები, სადაც ორმოები უნდა ამოეთხარათ და ხეები დაერგოთ, წინასწარ იყო მონიშნული. ყველანი ცდილობდნენ, ცოტა “წაეხალტურებინათ” და ამ ადგილებს შიგადაშიგ ტოვებდნენ. სევას მეტისმეტი მოუვიდა გამოტოვება და მას თავზე ედუარდ შევარდნაძე დაადგა – რატომ ტოვებო?.. მეშინია, ბატონო ედუარდ, მგელი არ გაჩნდესო, – უპასუხა სევამ.“

„ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ზიან სუფრაზე გვერდიგვერდ, ნოდარმა გადმოაწოდა რაღაც კერძი, გიგამ იუარა, – არა ნოდარ დიეტაზე ვარო..

შემდეგ ისევ გადმოაწოდა რაღაც კერძი, – არა, ხომ გითხარი დიეტაზე ვარო? იყო პასუხი. ცოტა ხანში ცხელი კერძი შევიდა და ნოდარმა ისევ დააჯახა გიგას, პასუხი ისევ უარყოფითი იყო.. ნოდარი გაბრაზდა და: “გიგა ვერ დიეტიე სახლში??”

„ბაქოში მატარებლით ჩასული ნიაზ დიასამიძე ბაქანზე აყვირდა: – ნასილშიკ! მოვიდა ერთი. ნიაზი მაინც ყვირის: – ნასილშიკ! მოვიდა კიდევ რამოდენიმე. ნიაზი თავისას არ იშლის: – ნასილშიკ! და როცა მებარგულები ბლომად მოგროვდნენ, ნიაზი კითხულობს: ვსე სდეს?! – ვსე! – ვამ პრივეტ ატ ტბილისკიხ ნასილშიკოვ!“

„ერთხელ კონცერტზე ნანი ბრეგვაძეს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა. იგი არ დაიბნა და პირდაპირ დარბაზს სთხოვა, ტექსტი შემახსენეთო. ატყდა ერთი ამბავი, ქალბატონ ნანის დახმარება ყველამ ერთდროულად მოისურვა. ისეთი ხმაური ატყდა, რომ მომღერალი იძულებული გახდა, ეთხოვა: არაფერი მესმის, იქნებ დარბაზის ერთი ნაწილი გაჩუმდეს და მეორე ნაწილმა მიკარნახოსო.“

„ახალგაზრდა ოტია იოსელიანმა არ იცოდა, რომ ნახატი დაგრუნტულ ტილოზე სრულდებოდა. “მოვნახე ნაჭერი. ზეწარი იყო, დაკერება რომ არ მოუხერხდა არაფრით და გადავაკარი ჩარჩოზე. თურმე დაგრუნტვა სნდომებია. რომ დავხატე, უკანა მხარეს უკეთესი ნახატი შეიქმნა” – ღიმილით იგონებდა თავისი პირველი ტილოს შექმნის ამბავს ოტია იოსელიანი.“

„სპექტაკლში “კვაჭი კვაჭანტირაძე” არის სცენა, სადაც მთავარ პერსონაჟს, რომლის როლსაც კოტე მახარაძე ასრულებდა, ღვინოს ასხამენ სახეში. კოტეს უკან ბორის წიფურია იდგა. კოტემ იფიქრა, ამას ვუჩვენებ სეირს და ღვინის შესხმის მომენტში თავი გვერდზე გასწია. წიფურიას გულმა წინასწარ უგრძნო, იქიდან გაიპარა და თავის ადგილზე ავთო მახარაძე დააყენა.“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ნოდარ დუმბაძეჯანსუღ ჩარკვიანი
გაზიარება27Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

„დოდო აბაშიძე მსახიობად იყო დაბადებული და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მოუძღვნა“

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო