“ქართული ოცნების” დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
“გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი. ახლა არანაირი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ შემიძლია დავადასტურო”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვას შეეცდება.
“ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ ჩავარდნა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებებით. გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ეხება სიღარიბის კატასტროფულ ზრდას 2015 წლის შემდეგ. არ დაგვრჩა მიმართულება, სადაც არ გვაქვს უკუსვლა. ეს მთავრობა რათქმაუნდა წავიდეს. კონკრეტულად არ ვიცი გვარები, ვის გაშვებას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ ის ცდილობს სიტუაციის განმუხტვას”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.