ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოფიციალურად წარადგინეს.
“საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის კონკრეტული გეგმა აქვს, თუ სად რა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვხედავთ, ბოლო წლებში როგორ განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზის მომარაგება, წყალი, ასევე ვხედავთ, რომ წყალმომარაგებაში ბევრია გასაკეთებლი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ ელემენტარულ წესრიგში ისე, როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა. არ უნდა იყოს დიდი სხვაობა სად ცხოვრობს ადამიანი: ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთსა თუ თბილისში. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს.
გიორგი გახარიამ სოფელი დვაბზუ ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს არ შეხვდა. მედიის კითხვებს საქართველოს პარლამენტის თავჯმდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.