„არ ვაღიარებთ გიორგი ღურჯუმელიძის სტატუსს“, -ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურიის რეგიონალური ორგანიზაცია ავრცელებს.
„ მოგეხსენებათ, 7 მაისს საქართველოს არაღიარებული (დასანქცირებული) პარლამენტის მიერ დანიშნულმა ( ასევე დასანქცირებულმა) პრემიერად წოდებულმა კობახიძემ , რომლის ლეგიტიმურობა დღემდე არ უღიარება ცივილიზებულ სამყაროს, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად (გუბერნატორად ) დანიშნა გიორგი ღურჯუმელიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურიის რეგიონალური ორგანიზაცია არ აღიარებს გიორგი ღურჯუმელიძის სტატუსს.
სამწუხაროა, რომ გურიის სინამდვილეში პირველად გვყავს არალეგიტიმური, არაღიარებული, დასანქცირებული მთავრობის მიერ დანიშნული ე.წ სახელმწიფო რწმუნებული(გუბერნატორი).
ეს მისი არჩევანია“, -წერია პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის გარდა, კობახიძემ ახალი სახელმწიფო რწმუნებულები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისდა ქვემო ქართლის რეგიონებშიც დანიშნა.
მისი გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
































































