“არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტს შორის იმისთვის, რომ გვქონდეს საერთო სამოქმედო გეგმა იმ პირობებში, როდესაც გუშინ ისტორიული არჩევნების გამარჯვების შედეგი, სადაც გაიმარჯვა ქართველი ხალხის ევროპულმა არჩევანმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა. ეს იყო არჩევნების ტოტალური მიტაცება, რასაც ასევე ეხმაურება, თქვენ ნახეთ, ჰელსინკის კომისია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, რომელიც რუსულ ჩარევაზე საუბრობს. ეს მართლაც იყო ერთგვარი რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ახლაც გავაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. პრეზიდენტს თავად ექნება განცხადება დღეს 9 სააათზე და სწორედ ამ დროს საზოგადოება გაიგებს რა არის კონკრეტული მოქმედების გეგმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს საერთო გეგმა ყველა ოპოზიციური პარტიის, რომელმაც გადალახა ბარიერი და მიიღო ხალხის ნდობის მანდატი გუშინდელ არჩევნებზე”,_ აცხადებს თინა ბოკუჩავა.