„ერთიანი საქართველო_ დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, ახლახან საკუთარ ფეისბუკგვერდზე ასეთი სტატუსი გაავრცელა: „არ ვიყიდები! არ ვიყიდები! არ ვიყიდები!“ . ხუნდაძე აღნიშნულ ადგილზე ახლად დანიშნულია. მანამდე პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა.
„გურია ნიუსი“ რეზი ხუნდაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი მოახლოებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ხომ არ ცდილობს რომელიმე, პოზიციური ან ოპოზიციური პარტია მის გადაბირებას, რეზი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თავს იკავებს ყოველგვარი კომენტარისგან.
_ აბა, რატომ დაწერეთ?
_იმიტომ დავწერე, რომ გამგებმა გაიგოს! მეტს არაფერს გეტყვით! _ მოკლედ გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.