მოსახლეობიდან „გურია ნიუსს“ კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა _ ამჯერად ოზურგეთის სოფელ ნატანებიდან გვწერენ.
„მძიმე მდგომარეობა სოფელ ნატანებში (დონაური, მეშვიდე ჩიხი). აქ არც ტრაქტორს გაუვლია და არც სხვა ტექნიკას.
წყალი არ გვაქვს, შუქი არ არის. არ ვიცი ვისთვის მიმეწერა და იქნებ, თქვენი საშუალებით გაიგოს ვინმემ და მოგვხედოს.
ახლაც თოვს და ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. დაგვეხმარეთ“, _ გვწერს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
გურიაში მეოთხე დღეა თოვს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ამ ეტაპზე სოფლების ნაწილს არ მიეწოდება შუქი, ინტერნეტი, გაზი.
































































