“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე მეორე დღეა, რაც ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს. მჟავანაძის თანამებრძოლის, ბესო ქათამაძის თქმით, ცნობილი არაა, როდის გაიმართება მჟავანაძის სასამართლო პროცესი.
“არ ვიცით ზუსტად, როდის შედგება დათო მჟავანაძის სასამართლოს პროცესი. თუ მორიგე მოსამართლე იქნება ადგილზე (საუბარია ოზურგეთზე, მაშინ 48 საათში უნდა გაიმართოს. ის ამ წუთებში არის ფოთის პოლიციის იზოლატორში, _ გვითხრა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ დათო მჟავანაძე გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დარბაზში დააკავეს. “ქართული ოცნების“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის შელაპარაკების დროს საკრებულოს დარბაზში დაცვის პოლიცია და გურიის პოლიციის სამმართველოს თანამდებობის პირები შემოვიდნენ. დათო მჟავანაძე პოლიციამ მას შემდეგ გაიყვანა, რაც მჟავანაძესა და გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შორის მოხდა შელაპარაკება. დარბაზიდან ასევე ძალადობრივად გაიყვანეს საკრებულოს წევრები გოჩა შარაშენიძე და შალვა თავდიშვილი.
[sexy_author_bio]