არა ახალ რუსულ კანონს! – ამ ლოზუნგით თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.
კანონპროექტი, რომელსაც ახალგაზრდები აპროტესტებენ, მიზნად ისახავს შეზღუდვების დაწესებას აქციებზე.
კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ფოტო: მთავარი არხი