დღეს, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერში, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, კედლის ხატვის აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი იყო საზოგადოებაში ბავშვზე ძალადობის მიუღებლობის პოპულარიზაცია და თემის წევრების მხარდაჭერის მოპოვება აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში.
„საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ემპათიის არ ქონაა, შესაბამისად, ასეთ სოციუმში აღზრდილი ადამიანები ხდებიან პოტენციური მოძალადეები და არ არიან შემწყნარებლები.
უფროსები ხშირად იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს ბავშვის აღზრდის პროცესში და ამას დისციპლინას უწოდებენ. ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების დათრგუნვა, მისი უგულებელყოფა – ძალადობაა.
ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდებს ბავშვის განვითარებაზე“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
კედლის ხატვის აქცია ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მხარდაჭრით გახორციელდა.