მთიანი რეგიონების თემთა, ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
ისინი ლერმოტოვის ქუჩაზე სასტუმრო „იოტასთან“ შეიკრიბნენ და კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
„არ დაითმობა სვანეთი, რადგან უფალმა ეს ქვეყანა ამ ფორმით შექმნა, ამ ფორმით დაგვიტოვეს წინაპრებმა და ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ფორმით დავუტოვოთ ჩვენ შვილებს. თქვენ აპირებთ ჩვენი მიწა-წყალი უცხოელებს მიყიდოთ? ამას არ დავუშვებთ.
შეწყდეს სვანეთის გავერანება, გაჩანაგება“,_ამბობენ აქციაზე.