“არა მოძალადე რეჟიმს” – ამ ლოზუნგით ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში ოზურგეთის თეატრის წინ შეიკრიბნენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობისკენ მსვლელობით მიდიან.
“ყველას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს. ” – აღნიშნა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ოთარ რევიშვილმა.
ავტორი