ამ წუთებში ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფლებისთვის” წევრი ოთარ რევიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც ცდილობს ხელისუფლება, ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შანსს და მომავალს.
“გურიიდან მინდა შევრხმიანო თბილისის აქციას: არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს. ” – გვითხრა ოთარ რევიშვილმა.
აქციაზე ასევე, ითქვა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში.
ავტორი