დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დღეს ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა.
“დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვხვდებით რეალობაში, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა. ყოველდღიურ უსამართლობასა და სისასტიკეს მხოლოდ ტერორის რეჟიმი შეიძლება ეწოდოს – რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების საფუძვლებს.
ამ პირობებში, ადამიანის უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
არა ტერორს!”_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.