ამ ფოტოს თბილისის გარეუბნის, ზემო ფონიჭალის ერთ-ერთი მცხოვრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, უბნის კონკრეტული ადგილები გასათიბია და ქვეწარმავლებიც სწორედ ამიტომ მომრავლდნენ.
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს, რაც ტერიტორიის გათიბვას და ქუჩების შეწამვლას გულისხმობს.
„არაერთხელ დავრეკეთ, მაგრამ ქუჩების შესაწამლად ამ დრომდე არავინ მოსულა“ – ამბობენ მცხოვრებლები.
“გურია ნიუსი” აღნიშნულ თემაზე მუშაობს და კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.