არამალფუჭებადი საქონელის გასაყიდად თბილისის მერი პარკებში სპეციალური ადგილების გამოყოფას ითხოვს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, გარემოვაჭრეები, ის ადამიანები არიან, ვისაც სოციალურად დაუცველად ყველაზე მეტად უჭირთ და მთავრობის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“,_განაცხადა კალაძემ.