პრეზიდენტის ყოველწიულ მოხსენებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, უკვე მოჰყვა შეფასებები. უმრავლეობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი “მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში არაადექვატური იყო”:
“ვფიქრობ, რეფორმებთან დაკავშირებით, ამასთანავე უმრავლესობის ამოცანებთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისი შეფასებები არაადეკვატური იყო.
მე ვფიქრობ, რომ უფრო მაინც პოლიტიკური პოზიცინირება მოახდინა პრეზიდენტმა. იმის ცოდნა, რომ სოციალური ეკონომიკური პრობლემები მართლაც არსებობს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის მიერ იქნა დანახული.
აღრევები მოხდა მისი ფუნქციებში, როგორც პრეზიდენტის.
მან არამარტო გადაამატა უფლებამოსილებას საერთოდ არაადექვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან,”- განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალოსტებთან საუბრისას.