პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მარველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დიალოგისთვის მზად არის. საყვარელიძე პრეზიდენტის განცხადებას დიალოგში წამოჭრილ თემას უწოდებს და დასძენს, რომ მარგველაშვილი რეალურად რუსეთთან დიალოგს არ აპირებს.
,,დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილს ისეთი მკაცრი ფორმულირება არ ჰქონია, რომ გინდა თუ არა რუსეთთან საუბარი მინდო. მან განაცხადა, ვისურვებდი საუბარი შედგესო. ბუნებრივია, სურვილები ბევრს აქვს, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია. სიტყვამ მოიტანა და თქვა, თორემ არამგონია, რეალურად რუსეთთან საუბარს აპირებდეს. მითუმეტეს, პრეზიდენტის თანამდებობაზე ორი დღე აქვს დარჩენილი. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებასთან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს, პოლიტიკურ წრეებს საქმე არაფერი აქვთ და ყველა მოვლენაზე, მათ შორის, მარგველაშვილის განცხადებაზეც ჰქონდათ არასწორი რეაქცია, რადგან მაგველაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან სურვილის დიალოგი საუბარში წამოჭრილი თემა იყო და არა განძრახულობის დეკლარირება“,_ გვითხრა საყვარელიძემ.