“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, შოთა გოგიბერიძის თქმით, ოზურგეთიდან დედაქალაქში აქციაში მონაწილეობის მისაღებად 100 აქტივისტი გაემგზავრა.
“ვისაც სურვილი ჰქონდა გაემგზავრა თბილისში. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ ყოფილა გადაადგილებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, დიდძალი ხალხი გამოვა აქციაზე. ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილი დაპირებებით. ხელისუფლება გავიდა მომსახურების ზონიდან და ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს”, _ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ,