პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ხოშტარია მადლობას უხდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც, როგორც ხოშტარია წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავენ.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარამობ ან რას ვაკეთებ. სათითად უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს. ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ:
ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!” _ წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.