ჩოხატაურში, 3 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციამ 4 პირი დააკავა. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არის შ.პ.ს. ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა გიორგაძეც.
ვინ შეცვლის ლაშა გიორგაძეს ამის გარკვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შარაშიძესთან ვცადეთ, თუმცა მერმა გვითხრა, რომ აღნიშნული შპს უფუნქციოა და გიორგაძეს ხელმძღვანელის პოსტი ფორმალურად ეკავა.
” ლაშა გიორგაძე იყო შპს ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ვალდებულება არ აქვს სახელმწიფოს წინაშე. წლებია რაც მოყვება დირექტორად, პრაქტიკულად, განულებული შპს-ეა არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ის იქნება დირექტორი თუ არ იქნება, არის ფორმალური დირექტორი და არ აქვს ფუნქციური დატვირთვა. ამიტომ ამას არ აქვს საერთო საქმისთვის მნიშვნელობა”,_ თქვა შარაშიძემ.