ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე უფლებამოსილების გახორციელებას დღეს ოფიციალურად შეუდგა. ადმინისტრაციული შენობის წინ მას დილიდან ელოდებოდნენ მხარდამჭერები .
შარაშენიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მერიაში საშვთა სისტემა გაუქმდება: “ჟურნალისტებს და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება გექნებათ, აბსოლუტურად საჯარო იქნება ნებისმიერი ინფორმაცია და თქვენ ამაში პრობლემა არ შეგექმნებათ, უფრო მეტიც, გთხოვთ თანამშრომლობას “, _ განაცხადა ახალარჩეულმა მერმა. მისივე თქმით, წინ ხვდება სიძნელეები, რომლის გადალახვასაც გუნდთან ერთად აპირებს:
_რაც უფრო მეტი სიძნელე დამხვდება, მით უფრო მეტი ძალა მომეცემა. დღეს შევიკრიბებით გუნდი და გადავწყვეტთ საკადრო პოლიტიკას კანონით მინიჭებული უფლებით. დღეს მაქვს პირველი სამუშაო დღე, _ თქვა მან.