https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არაობიექტური გამოძიება და საზოგადოების სიყვარული _4 წელი ბეგი მამალაძის მკვლელობიდან

10:05; 30.05.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბეგი მამალაძის დაღუპვიდან  4 წელი გავიდა.

ახალგაზრდა შემოქმედი 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო.

ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა, სადაც მასწავლებლებმა, მეგობრებმა გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდა მოიგონეს, მისი შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს  და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მშობლებმა ბავშვებს ჯანსაღად აზროვნება უნდა ასწავლონ.

ბეგი მამალაძე 4 წლის წინ ნუცუბიძეზე 2-მა ბიჭმა  იმ დროს დაჭრა, როცა ის ტელეფონით დედას, მარიკა ზედელაშვილს ესაუბრებოდა. ბიჭი სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარი ტრაგედიის  შემდეგ გარდაცვლილის დედა არაობიექტური გამოძიების შესახებ საუბრობს.

ის „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ ბეგის საქმის სათავეშიც ის ადამიანები იდგნენ, ვინც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, სარალიძის საქმეს იკვლევენ.

„გამოძიება სამწუხაროდ არაობიექტურად წარიმართა, შეიძლება ითქვას სარალიძის საქმის მსგავსად. ჩვენი ღრმა რწმენით, ის ვინც მოკლა დღეს თავისუფალია და არ იმყოფება საქართველოში. ვინც დაჭრა მან აიღო მკვლელობა თავისთავზე  და სამწუხაროდ, სამართალმა პური ვერ ჭამა, მაგრამ იმედია, რომ დრო დადგება და კეისარს კეისრისა მიეზღვება.

სხვათა შორის, ვინც სარალიძის საქმეებს იკვლევენ, ის ადამიანები დგანან ბეგის საქმის სათავესთანაც, მაგრამ როგორც იქ, აქაც ვერ იპოვეს სამართალი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევებით მათ მიაღწიეს თავიანთ  ჩანაფიქრს, რომ ვინც დაჭრა  ის მკვლელად აღიარეს, ხოლო მკვლელი ოქროს მოწმედ და საქმე შეკერეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ვიყავი ცნობილი და მოწმის სტატუსიც მქონდა, სანამ საქმე ბოლომდე არ დამთავრდა, არ გამაცნეს. როცა გავეცანი ხელის მოწერას არ ვაპირებდი, მერე მითხრეს, რომ ხელი რომ არ მოაწეროთ, ვადები მთავრდება და შეიძლება ის გაუშვანო. ასე ვთქვათ, პირდაპირ ფაქტების წინაშე დაგვაყენეს, როცა უკვე მეტი აღარ შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ღმერთი მაღალია და მე არანაირად არ მინდა, რომ ჩემი შვილის მკვლელები ვიღაცის შურისძიების მსხვერპლი გახდნენ, იცოცხლონ და ღმერთმა თვითონ მოთხოვოს მათ პასუხი. ისინი უკვე დასჯილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეს არ ესმის, ვერასდროს ვერ დავუშვებ სხვისი შვილის სიკვდილს თუნდაც ხელითაც რომ შეეხონ, ჩემი შვილი არ იყო მოძალადე და მით უმეტეს ჩემ შვილს სულს ვერ დავუმძიმებ“,_ამბობს მარიკა ზედელაშვილი.

ბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაბრიელ-ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის მეშვეობით ტარდება.

წელს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახმა მიიჩნია, რომ მსგავსი აქტივობების გამართვა საჭირო აღარ არის, თუმცა, როგორც ბეგის დედა ამბობს,  32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს სურვილი, ბეგის სახელობის შემოქმედებითი საღამოს ჩატარების შესახებ.

„შემოთავაზებულმა წინადადებამ მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის შესახებ მოგვცა ინსპირაცია იმის, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ ბეგი და რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. დღევანდელი საღამო ამ ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, ოღონდ განსხვავებული ფორმატით. ჩვენდა საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ჩვენ კი არ ვართ შემოქმედი ამ ღონისძიებების, არამედ უცხო ადამიანები გვთავაზობენ ამ აქტივობების ფორმატსა და შინაარსსაც. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ე.ი. ბეგიმ თავისი სათქმელი მიიტანა მკითხველამდე, მსმენელამდე და დღეს ის იღებს უკვე იმ უკურეაქციას, რაც მას სიცოცხლეშივე უნდოდა, სიყვარულს, საზოგადოების სიყვარულს“,_ამბობს ბეგის დედა.

როგორი მოსწავლე იყო ბეგი მამალაძე, რისი თქმა სურს მას ლექსებით და რისი ბრალია მოზარდებს შორის გახშირებული მკვლელობები და ძალადობა,_ამ საკითხებზე ბეგის თეოლოგიის მასწავლებელსა და ფსიქოთერაპევტს, ანა პაპიძეს ვესაუბრეთ.

„ჩემი პირველი პროფესია არის თეოლოგია. საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის სკოლაში, ვასწავლიდი საღვთო რჯულს და ბეგი იყო პირველი კლასიდან მერვე კლასამდე ჩემი მოსწავლე. გამორჩეული  ბავშვი იყო პირველი კლასიდანვე გამოირჩეოდა თავისი გონიერებით, აქტიურობით.  განსაკუთრებით ჩემს ყურადღებას იქცევდა ის, რომ  საგაკვეთილო პროცესში ხატავდა. როცა ვეკითხებოდი რამდენად ჩართული იყო გაკვეთილში მეუბნებოდა, რომ უკეთესად ისმენდა, როცა ხატავდა.  ძალიან ბევრი დეტალისგან შექმნილ ნამუშევრებს ხატავდა. ეს იყო ბრძოლის, რაღაც ფანტასტიკის თემა. რვეულის ბოლო ფურცლები სულ ნახატებით ჰქონდა სავსე. როგორც კი დამინახავდა სულ იღიმოდა, შორიდანვე მესალმებოდა და  ძალიან საინტერესო კითხვები ჰქონდა. ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, არა იმიტომ  რომ დღეს ჩვენთან აღარ არის, არამედ, იმიტომ რომ ძალიან გამორჩეული იყო“,_ამბობს ანა პაპიძე.

ბეგის თეოლოგიის მასწავლებლის თქმით, მის პოეზიას წელს გაეცნო და გაოცებულია, თუ როგორ შეძლო პატარა ბიჭმა ეგრძნო, გაეცნობიერებინა და საოცრად გადმოეცა ლექსებში მისი ფიქრები.

„მის პოეზიას სამწუხაროდ წელს გავეცანი. არ ვიცოდი ის თუ წერდა ლექსებს და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავეცანი რამდენიმე ლექსს და მოგვიანებით ქ-ნმა მარიკამ მომაწოდა მთელი კრებული. ეს პატარა ბიჭი თითქოს წინასწარ გრძნობდა იმაზე მეტს, რასაც ვგრძნობთ უფროსები. თითოეული მისი ნაფიქრია ამ ლექსებში ჩადებული. სამშობლოზე, თანატოლებზე, სიყვარულზე, მისი არსებობის აზრზე სამყაროში. ყველაფერი რაც მას ქონდა ნაფიქრი ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ამ ლექსებშია თავმოყრილი ოსტატურად და მხატვრულად რამაც ჩემი დიდი გაოცება გამოიწვია“,_ამბობს ის.

რაც შეეხება მოზარდებს შორის დაპირისპირებას, ანა პაპიძის თქმით, მიზეზი სკოლასა და განათლების სისტემაშია.

„არ მინდა  ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის მიზეზი სკოლაში და თვითონ განათლების სისტემაშია.  სკოლაში სათანადოდ არ არის დაყენებული საკითხი, არ არსებობს ნამდვილი რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები მსგავსი ძალადობისგან დაიცვან. ისწავლონ განსხვავებული ადამიანების მიღება, ისწავლონ სხვისი დაფასება, სხვისი უნარების მიღება და მხარდაჭერა და არა ვთქვათ ჩაგვრა, ჩაგვრა იმ ნიშნით რა ნიშნითაც ბეგი იჩაგრებოდა და იდევნებოდა და რისი მომსწრე ვიყავი. კლასში იყო პატარა დაპირისპირებები ბეგისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბეგი იყო ძალიან გახსნილი, ექსპრესიული, პირდაპირ გამოხატავდა იმას რასაც ფიქრობდა და ეს იწვევდა გარკვეულ წინააღმდეგობას თანატოლებში, თუმცა, მოზარდები არ არიან მზად იმ მომენტში, რომ ყველაფერი ისე მიიღონ, როგორც უნდა მიიღონ, მაგრამ უფროსებს ეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა, შესაბამისად, სკოლამ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები, ამაზე დიდი მუშობაა საჭირო, რომ მსგავსი დაპირისპირებები ამოიფხვრას და სხვა კუთხით წაიყვანონ მოზარდების ურთიერთობა“,_ამბობს ანა პაპიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

საშიშია თუ არა კედები ჩვენი ფეხებისთვის?

ვის გათავისუფლებას სთხოვს უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო