ერთხელ არაორდინარულ მდგომარეობაში ბატონი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. ამ შემთხვევას ბატონი ბაადურ წულაძე ყვებოდა.
„რამაზ ჩხიკვაძე მოგვიყვა ერთხელ.
მოლდავეთში იღებდნენ და სცენა იყო, კასრში უნდა ჩამძვრალიყო.
კაცო, ვუყურებ, პატარაა, ამაში როგორ უნდა ჩავძვრეო, – უთქვამს ჩხიკვაძეს.
ბატონო რამაზ, გევედრებით, რეჟისორი გაგვყრის სამსახურიდანო, – შეეხვეწნენ დანარჩენები.
უფიქრია – ჯანდაბასო და ჩაძვრა, არადა, არ ეტევა, ზემოდან კი მთელი ჯგუფი აწვება, აწვება და უცებ – დრახ!“ – გაისმა და მუხლი გადაუტყდა.
ასე მოსტეხეს ადამიანს ფეხი“.