მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ილია ნაკაშიძე ,,გურია ნიუსთან“ უმრავლესობის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განხილვის მთავარი თემა, ძირითადად, ქვეყანაში განვითარებულ პროცესები იქნება. ამასთან, როგორც ნაკაშიძე აღნიშნავს, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გამორიცხული არაფერია.
,,ვიცი, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული იქნება გაეროს დასკვნა საქართველოს შესახებ და საზოგადოებაში და პარტიაში მიმდინარე პროცესები. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გაფართოვდეს თემები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე არაფერს გამოვრიცხავ და გეტყვით, რომ ამისთვის მზად არ ვართ“,_ გვითხრა ნაკაშიძემ.
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით განხილვის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებები იქნება.