ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო ქაჯაია გადაცემა „ექიმებს“ უყვება იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელიც კოვიდინფიცირების დროს გადაიტანა.
ნინო ქაჯაია:
„ჩემი კოვიდისტორია დაიწყო 1-ელ ივლისს. გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება მომიხდა, რის გამოც აცრა არ შეიძლებოდა. რეაბილიტაციას ექვსი კვირა დასჭირდა და ვეღარ მოვასწარი. ბოლო ინიექციის შემდეგ მუხლში, სახლში მოვედი და 39 მქონდა სიცხე. არც მიფიქრია, რომ ამას რაიმე ცუდი შეიძლებოდა მოჰყოლოდა და არც მიფიქრია, რა ჯოჯოხეთი მელოდა წინ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ზუსტად ორ დღეში ისე დავმძიმდი, რომ სასწრაფომ გადამიყვანა კლინიკაში… ყველაფერი დაღლილი რომ გაქვს, გული, სუნთქვა, ფილტვი, გადასხმას მიკეთებდნენ და ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი. ბოლოს აღარ მქონდა დარჩენილი ადგილი, სადაც შეიძლებოდა, გადასხმა გაეკეთებინათ, ყველაფერი დამსკდარი მქონდა… ექიმები ყოველი ამოსუნთქვისთვის იბრძოდნენ, ყოველი ჩასუნთქული ჟანგბადისთვის…
ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ ცხელ წერტილში მომიწია ყოფნამ, სოხუმში, ცხინვალში, ღაზას სექტორში, მინახავს, გვერდზე ყუმბარები რომ ფეთქდება, მაგრამ ეს კადრები არაფერია იმასთან შედარებით, გვერდზე ჭაღარა ბებოს რომ უყურებ, დაწოლილს, ნიღბით, რომელსაც მთელი გამალებით ურტყამს ექიმი…“
წყარო: fortuna.ge