„არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში”, _ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე კითხვა-პასუხის დროს გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული. პრეზიდენტის თქმით, რუსული ენა კომფორტულია ინფორმაციის გავრცელებისთვისაც.
„არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში და ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული ერთიანი მესიჯის მისატანად. თუ ჩვენ დავტოვებთ აფხაზებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ერთი-ერთზე (კიდევ ერთხელ, არა ცუდ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელიც კარგად და ეფექტურად მუშაობს), მაშინ არ ვიცი, რის ხარჯზე ვაპირებთ ამ ადამიანების ინტეგრაციას. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული საქართველოში, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.