ინსულტის მიზეზია არტერიების ბლოკადა, რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილის კვდომას. არაქისის მოხმარება ეხმარება ამ დაავადების განვითარების რისკის შემცირებას.
არაქისი მდიდარია მონო და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით და E ვიტამინით. ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს გულის კუნთისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინის დონის შემცირებაში, მაგნიუმი აუმჯობესებს გულის მუშაობას, E ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე კლინიკური კვლევა, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდა არაქისის სასარგებლო თვისებები. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ჩატარდა 151 ადამიანის მონაწილეობით.
12 კვირის განმავლობაში ისინი მოიხმარდნენ 42 გრამ არაქისს ყოველდღიურად. შედეგად, მათი დიასტოლური წნევა შემცირდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.





































































