,,ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს“, _ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ავრცელებენ.
როგორც განცხადებაში წერია, არასამათავრობო ორგანიზაციები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებზე და ლეგიტიმურობაზე.
,,ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ”, _ აცხადებენ არასამთავრობოებო ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).