არასამთავრობო ორგანიზაციის “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე წუთის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას ღოღობერიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ფინანსურ პოლიციაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, თუმცა გამომძიებლები არ შეხვდნენ.
ამ დროისთვის ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.