საგარეჯოში მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის დაშავებული 6 მგზავრი კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, “ჯეოპისპიტალსში” გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი.
შემთხვევის ადგილას პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მთავარიტვ