N11 პენიტენციურ (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში არასარულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან და ოჯახთან ერთად შეხვდნენ, ასევე გაიმართა საახალწლო ღონისძიებაც. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
საახალწლო კონცერტი ბენდის მონაწილეობით გაიხსნა, რომელიც N11 დაწესებულებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით შეიქმნა.
საახალწლო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.
ახალ წელს არასრულწლოვნებთან ერთად შეხვდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელარსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა და სააგენტოს უფროსის მოადგილე, ლადო ჯავახიშვილი.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით არასარულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ.